დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სომხეთში გადატრიალების მცდელობის ორგანიზება რუსული სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა

სომხეთში გადატრიალების სავარაუდო მცდელობის ორგანიზება რუსული სპეცსამსახურების დახმარებით განხორციელდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ ხაჩატრიანმა თქვა და დაუმატა რომ ეს მისი შინაგანი რწმენაა.
„რადგან არ მგონია, რომ რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურები და დაწესებულებები ასე შორს იყვნენ და არაპროფესიონალურად გამოიყურებოდნენ, რომ სომხეთიდან ათობით ადამიანი ჩავიდეს, გაიაროს მომზადება, მიიღოს ანაზღაურება, იარაღი და არავინ იცოდეს ამის შესახებ. ჩემი შინაგანი რწმენით, მათ იცოდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ მისი აზრით მონაწილეთა რაოდენობა არა 7, არამედ ბევრად მეტია.
„ახლა მიმდინარეობს გამოძიება ამ თუებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როცა კვალზეა ლაპარაკი, კვალს სად მივყავართ? რუსეთში სპეციალურ სამხედრო ბაზაზე გადიან წვრთნას, გარკვეულ ხელფასსაც ღებულობდნენ“, – განაცხადა მან.







