საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს შეუძლიათ უზრუნველყონ სომხების დაბრუნება და მათი უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში – სერჟ ტანკიანი

ამერიკელმა სომეხმა როკ-მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, პოლიტიკურმა აქტივისტმა სერჟ ტანკიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა, სადაც ერთი წლის წინ მთიანი ყარაბაღიდან სომხების იძულებით დეპორტაციას ეხებოდა და ამას ეთნიკური წმენდა უწოდა.
ტანკიანმა შეახსენა, რომ ერთი წლის წინ ამ დღეს მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა მოხდა და 120 ათასი სომეხი აზერბაიჯანის ადმინისტრაციამ ძალით გადაასახლა არცახიდან, ქვეყნიდან, სადაც ისინი ორ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„ცხრათვიანი ალყისა და შიმშილის შემდეგ აზერბაიჯანი მათ თავს დაესხა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა ლუის მორენო კამპომ აზერბაიჯანის ქმედებები გენოციდად შეაფასა. გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, თავის მხრივ, მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნული იყო მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების აუცილებლობაზე. ისინი ვერ ენდობიან აზერბაიჯანს, ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ეთნიკური წმენდა და მრავალი სომეხი მოკლა, რაც უკიდურესი რასიზმის გაოვლინებაა. . სომხური სიძულვილი კი მათი ეროვნული პოლიტიკაა“, – განაცხადა ტანკიანმა.
მისი რწმენით, სომხების დაბრუნება და მათი უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მიერ, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება. მისი თქმით, ამ საკითხში დიდი როლი ეუთოსაც შეუძლია.
„ვერ დავკარგავთ რეპატრიაციის იმედს, სამშობლოში დაბრუნების სურვილს. ის, რაც მოხდა, იყო კოლონიალიზმის მაგალითი მისი ყველაზე უარესი, მათ შორის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ჩათვლით. ამთიან ყარაბაღელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და იცხოვრონ მშვიდ და ნორმალურ პირობებში. ჩვენ ყველა მათ გვერდით უნდა დავუდგეთ“, – დაასკვნა ტანკიანმა.







