სხვისთვის გათხრილ ორმოში, შენ თვითონ აღმოჩნდებიო!

როგორც Islamic World News-ი Tawahalat Jahan Islam-ზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის პოლიცია ქვეყნის ჩრდილოეთით გუსარის რაიონში ISIS-ის ბაზას შეეჯახა. მომხდარი ბრძოლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი პოლიციელი დაიღუპა.
პოლიციის გამაძლიერებელი ძალების მიახლოების შემდეგ ბრძოლა განახლდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა კიდევ 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ასევე დაიღუპა ISIS-ის 7 მებრძოლი.
გამოცემა იხსენებს, რომ ISIS-ის ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანში 2018 წლის 11 ივლისს დაადასტურეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულება, ხოლო მისი მკვლელობის შემდეგ 2018 წლის 8 დეკემბერს აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყარაშის ერთგულების ფიცი დადეს.
ერთ დროს როგორც სომხეთი აცხადებდა, ISIS-ის დაქირავებულები აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ, აზერბაიჯანმა ეს უარყო. როდესაც შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ სირიიდან ტერორისტები თურქეთის გავლით აზერბაიჯანში გადაიყვანეს, ალიევმა თქვა, რომ ეს სიცრუეა.
მაშინაც კი, როცა ამ ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი სომხეთის სასამართლომ დაატყვევა და გაასამართლა, აზერბაიჯანს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
ახლა კი უკვე მერამდენეჯერ აზერბაიჯანის უშიშროების ძალები იუწყებიან აზერბაიჯანში, მათ ტერიტორიაზე ISIS-ის ტერორისტებთან შეჯახებაზე.
მართალი იყო ბრძენი, რომელმაც თქვა: „სხვისთვის გათხრილ ორმოში, შენ თვითონ აღმოჩნდებიო!







