მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანის ვიზიტი კანადაში გადაიდო. მიზეზი ცნობილია

ეროვნული კრების თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი კანადაში ამ ქვეყანაში შექმნილი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამო გადაიდო.

Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანმა მოვსეს ჰარუთიუნიანმა განაცხადა.

„კანადური მხარის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი კანადის პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს გრეგ ფერგუსსა და სრ ეროვნული კრების თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შორის, რომლის დროსაც გრეგ ფერგუსმა სთხოვა ვიზიტის თარიღების გადაწევა  ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარების მოწესრიგებამდე, რაზეც ალენ სიმონიანმა თანხმობა მისცა წარმოდგენილი სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰარუთიუნიანმა.

მან დასძინა, რომ ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებული სხვა გავრცელებული ვერსიები სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button