ეკონომიკა
ჩინეთიდან ევროპაში აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა

ჩინეთის ქალაქ სიანში ამოქმედდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ჩინეთი-ევროპის ექსპრეს რკინიგზაზე. ამის შესახებ იუწყება ჩინური ვებგვერდი CGTN.
სატვირთო მატარებელი გაივლის ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს, სანამ მიაღწევს საბოლოო დანიშნულების ადგილს გერმანიას, მანჰეიმს. მატარებელი სულ 11300 კილომეტრს გაივლის.







