საზოგადოება

სომხეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,7 წელია. მამაკაცები ქალებზე რამდენიმე წლით ნაკლებს ცხოვრობენ

სომხეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,7 წელია. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებიდან ვიგებთ. ქალები საშუალოდ 81 წელი ცხოვრობენ ქალაქში, 80 სოფელში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით მამაკაცები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალებს. ქალაქის მოსახლეობაში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73 წელია, სოფლად 74 წელი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. 2000 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72,9 წელი იყო, 2022 წელს – 75,1 წელი. ხოლო 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2,6 წლით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button