პოლიტიკა

მარგველაშვილი „ძლიერ საქართველოს“ ოფიციალურად შეუერთდა

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა – ეს დღეს გორში პარტიის მიტინგისას ოფიციალურად დადასტურდა.

„ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე. რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო ოპოზიციაში. [..] პატრიოტი, უწესიერესი ადამიანი, უკომპრომისო მებრძოლი საქართველოსთვის“, – ასე წარადგინა მარგველაშვილი მამუკა ხაზარაძემ.

მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გამარჯვების სჯერა და მისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა, არა დეპუტატის რანგში.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, მარგველაშვილის ოფიციალურად წარდგენა დღეს უნდა მომხდარიყო.

ნახეთ მეტი
Back to top button