მთავარიპოლიტიკა

სრ საგარეო საქმეთა მინისტრი შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბონი ჯენკინსს.

როგორც სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს გზავნილიდან ირკვევა, თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აფასებს აშშ-ს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.

განიხილეს ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button