
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით, 26 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა სრ საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის.
როგორც Armenpress-ს აცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი ძალისხმევა გაწიონ “მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ” შეთანხმების უმოკლეს დროში გაფორმების მიმართულებით.
აღნიშნულია, რომ მხარეებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვედრის ორგანიზებისთვის.







