საფრანგეთში თურქი გულშემატკივრები სომხური კლუბის ფეხბურთელებს დანებით თავს დაესხნენ

საფრანგეთში, 29 სექტემბერს, სომხური ფიზიკური აღზრდის საერთო კავშირის Valance-ის გუნდმა შეხვედრა ჩაატარა FC Turquoise საფეხბურთო კლუბთან, რომელიც წარმოადგენს თურქულ საზოგადოებას. პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც სომხურმა კლუბმა 2-0 მოიგო, თურქი გულშემატკივრები მოედანზე დანებით შეცვივდნენ და სომეხ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ. ისმოდა ასევე რასისტული გამონათქვამები და შეურაცხყოფა. პოლიცია ჩაერია და შეხვედრა შეწყდა. ორი სომეხი ფეხბურთელი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრანგული ჟურნალის Figaro-ს დირექტორის მოადგილემ, კრისტოფ ბუსონმა X-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტარი გააკეთა მომხდარზე. „ფეხბურთის მატჩის დროს თურქმა გულშემატკივრებმა უკმაყოფილობა გამოხატეს, როდესაც დაინახეს, რომ მათი გუნდი, FC Turquoise, 2:0 აგებდა ფრანგულ-სომხურ კლუბ Valance-თან და სომეხ ფეხბურთელებს დანებით თვს დაესხნენ. ამას რასობრივად მოტივირებული თავდასხმა ჰქვია“, – წერს ის. საფრანგეთის სომხურმა საზოგადოებამ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც FC Turquoise-ის გულშემატკივრები თურქ ნაციონალისტ „რუხი მგლების“ ნიშანს აჩვენებენ.







