
27 სექტემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პალესტინის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ მუსტაფას შეხვდა.
მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონულ ვითარებაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და პალესტინის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ მუსტაფამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს “სომხეთის რესპუბლიკასა და პალესტინის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ”.







