პოლიტიკა

სომხეთში მთავრობის ვალი – მშპ   თანაფარდობა მომავალი წლის ბოლოს 53,5 პროცენტი იქნება

სომხეთის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, 2025 წელს მთავრობის ვალისა  და მშპ-ს თანაფარდობა 53,5 პროცენტს მიაღწევს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა   მთავრობის სხდომაზე “სომხეთის რესპუბლიკის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 609 მილიარდი დრამის ფარგლებშია დაგეგმილი.

„2025 წლისთვის ფისკალური ჩარჩო აშენდა სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური დანახარჯების მაღალი დონის განსაზღვრით, რაზეც გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2025 წელს 5,5 პროცენტამდე გაიზრდება, შემდეგ კი დავალიანების ტვირთი იკლებს 3 პროცენტიან დონემდე, რასაც მოჰყვება დავალიანების დასტაბილურება, შედეგად, 2025 წელს მთავრობის ვალისა და მშპ-ს თანაფარდობა 53,5 პროცენტს მიაღწევს“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button