1 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა რუსეთის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო ვიზიტით სომხეთს 1 ოქტომბერს ეწვევა, იუწყება TASS რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მე-40 სესიასა და ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაში.
აღნიშნულია, რომ კოლეგებთან სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან, მიშუსტინი განიხილავს “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალურ საკითხებს”, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა “შიდა ბაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების საკითხებს”, თანამშრომლობას მრეწველობის, ტრანსპორტის, საბაჟო და ტარიფების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში“. სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომას შეუერთდებიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დამკვირვებელი ქვეყნების, კუბისა და უზბეკეთის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები განიხილავენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სამრეწველო თანამშრომლობის სფეროებს 2030 წლამდე. ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს საშემოდგომო შეხვედრები ტრადიციულად იმართება სომხეთში და მიშუსტინი ყოველწლიურად ესწრება მას შემდეგ, რაც 2020 წელს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. საბჭოს ბოლო სხდომა ნესვიჟში (ბელორუსია) ივნისში გაიმართა.







