მთავარიპოლიტიკა

მიშუსტინი ერევანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია, სადაც, „რია ნოვოსტის“ ცნობით, დღეს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სესიასა და ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურები სამშაბათს სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შიდა ბაზრის ფუნქციონირებას, მრეწველობის, ტრანსპორტის, საბაჟო და ტარიფების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

გარდა ამისა, მთავრობების მეთაურები 2030 წლამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სამრეწველო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კავშირის დამკვირვებელი ქვეყნები და მოწვეული სტუმრები. ორშაბათს, რუსეთის მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button