პოლიტიკა
პუტინმა სომხეთის ყოფილი ელჩი რუსეთში მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენი გადასცა რუსეთში სომხეთის ყოფილ ელჩს ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებაში გაწეული სამსახურისთვის. ამის შესახებ იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი.
„სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვაღარშაკ ვარნაზის ძე ჰარუთიუნიანი მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცების მიზნით გაწეული სამსახურისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი 2022 წლიდან იყო სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რფ-ში. 15 აგვისტოს სრ პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა რუსეთში ახალ ელჩად ნიკოლ ფაშინიანის ფრაქციის ყოფილი დეპუტატი გურგენ არსენიანი დანიშნა.







