პოლიტიკა

ირანი მხარს უჭერს სომხეთის მთავრობის პროექტს “მშვიდობის გზაჯვარედინზე”  – მოჰამად რეზა არეფი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი მოადგილე მოჰამედ რეზა არეფი.

 პრემიერმა ბატონ არეფს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ირანთან ურთიერთობების უწყვეტი განვითარება სომხეთის  მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ირანის პრინციპულ და საჯარო პოზიციას სომხეთის  ტერიტორიულ მთლიანობასთან და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების განუყოფელობასთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ისლამური რევოლუციის უმაღლესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის სიტყვები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი სრულად იცავს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს რეგიონში საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ირანის მონდომებასა და მზადყოფნას სომხეთთან მრავალსექტორული თანამშრომლობისთვის.

 პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვის უახლეს მოვლენებზე, სომხეთის  მთავრობის პროექტზე “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, რომელიც მიმართულია რეგიონული არხების განბლოკვისაკენ და მის პრინციპებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ვაჭრობაში და დაინტერესებული სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარება სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთობის განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული განბლოკვით.

 თავის მხრივ, ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინზე“.

 მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და მათი განვითარების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გზების მშენებლობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.

 აზრები გაცვალეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button