პოლიტიკა

მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ბენზინის ფასი ყველაზე ძვირი/იაფი და სად არის საქართველო -bm.ge

მსოფლიოში ყველაზე იაფი საწვავი 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით ირანშია, სადაც ნავთობ-პროდუქტებზე სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს, რის გამოც ერთი ლიტრი პრემიუმის მარკის ბენზინი 8 თეთრი ღირს. 9 თეთრი ღირს ლიტრი ბენზინი ლიბიაში, სადაც ასევე სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს, ხოლო ლიტრზე 10 თეთრით მესამე ადგილზე ვენესუელაა, სადაც ასევე სახელმწიფო სუბსიდიაა ძალაში.

რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, საუდის არაბეთში ლიტრი ბენზინის ფასი 1.7 ლარია, UAE-ში 2.07 ლარი, კატარში კი 1.54 ლარი. საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ლიტრი საწვავის ფასი 1.77 ლარს შეადგენს, მეზობელ სომხეთში ის 3.81 ლარია, თურქეთში 3.41 ლარი, რუსეთის ფედერაციაში კი 1.73 ლარი. საქართველოში პრემიუმის საშუალო ფასი 2024 წლის სექტემბერში 3.24 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებული საწვავის მქონე ქვეყნებს, მისი ღირებულება შედარებით მაღალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საშუალოდ ლიტრზე 5.3 ლარს აღემატება, ყველაზე ძვირი კი პრემიუმის მარკის ბენზინი ჰონკონგში ღირს და ის 8.95 ლარს შეადგენს.

ქვეყანაერთი ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავის ფასი ლარებში
ირანი0.08
ლიბია0.09
ვენესუელა0.10
ეგვიპტე0.85
ანგოლა0.87
ქუვეითი0.94
ალჟირი0.95
თურქმენეთი1.17
ნიგერია1.26
მალაიზია1.36
ყაზახეთი1.39
ბაჰრეინი1.45
ბოლივია1.47
კატარი1.54
საუდის არაბეთი1.70
ომანი1.70
რუსეთი1.73
აზერბაიჯანი1.77
ერაყი1.77
ეკვადორი1.87
ეთიოპია1.89
სუდანი1.91
ლიბანი1.94
ბელორუსია2.04
არაბთა გაერთიანებული საამიროები2.07
ბუტანი2.07
ტუნისი2.27
ვიეტნამი2.33
ყირგიზეთი2.40
სირია2.41
ინდონეზია2.42
პარაგვაი2.43
პაკისტანი2.43
ავღანეთი2.45
მალდივები2.48
პუერტო-რიკო2.51
ლიბერია2.51
აშშ2.56
პანამა2.58
ტაივანი2.63
ელ სალვადორი2.65
უზბეკეთი2.68
განა2.69
კოლუმბია2.69
ბანგლადეში2.77
გაბონი2.77
ჰონდურასი2.78
ფილიპინები2.79
გაიანა2.81
ბირმა2.84
გვატემალა2.84
ლესოთო2.99
პერუს3.01
ტანზანია3.01
ავსტრალია3.02
კამბოჯა3.02
ბრაზილია3.04
ჰაიტი3.07
ჩინეთი3.08
ტრინიდადი და ტობაგო3.11
ბენინი3.15
ნეპალი3.23
ნამიბია3.23
საქართველო3.24
ტოგო3.25
სამხრეთ აფრიკა3.27
DR კონგო3.28
არგენტინა3.28
კურასაო3.28
სურინამი3.29
სვაზილენდი3.29
ინდოეთი3.29
ბოტსვანა3.32
იაპონია3.32
სამხრეთ კორეა3.32
რუანდა3.34
ზამბია3.37
თურქეთი3.41
კანადა3.42
კაბო-ვერდე3.45
დომინიკის რესპ.3.46
შრი-ლანკა3.48
მექსიკა3.50
გრენადა3.52
კუბა3.54
მადაგასკარი3.54
მოლდოვა3.57
ლაოსი3.58
ფიჯი3.63
დომინიკა3.63
ნიკარაგუა3.63
იამაიკა3.64
წმინდა ლუსია3.67
ჩრდილოეთ მაკედონია3.68
მოზამბიკი3.69
მაროკო3.76
ტაილანდი3.77
ბურუნდი3.78
კოსტა-რიკა3.78
გვინეა3.79
ბულგარეთი3.80
სომხეთი3.81
არუბა3.81
უგანდა3.84
ბოსნია და ჰერცი.3.84
სიერა-ლეონე3.88
უკრაინა3.90
კამერუნი3.91
მავრიკი3.94
მალი3.94
ბაჰამის კუნძულები3.94
ბურკინა-ფასო3.94
ჩილე3.96
კენია3.97
მალავი3.98
ანდორა4.00
მონღოლეთი4.06
კოტ’ დიუვარი4.06
მალტა4.07
ლიტვა4.08
კაიმანის კუნძულები4.11
ზიმბაბვე4.18
კვიპროსი4.18
რუმინეთი4.19
მონტენეგრო4.26
ჩეხეთის რესპუბლიკა4.26
პოლონეთი4.28
სეიშელის კუნძულები4.31
იორდანია4.34
სლოვენია4.37
ლუქსემბურგი4.39
ლატვია4.46
ავსტრია4.47
ესპანეთი4.48
უნგრეთი4.49
სლოვაკეთი4.49
შვედეთი4.50
ხორვატია4.57
სერბეთი4.57
სენეგალი4.59
ბელგია4.67
ახალი ზელანდია4.73
ესტონეთი4.77
დიდი ბრიტანეთი4.90
ურუგვაი4.93
ბელიზი4.95
გერმანია4.96
სან-მარინო4.97
პორტუგალია5.04
საფრანგეთი5.11
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა5.12
მაიოტე5.17
ირლანდია5.21
უოლესი და ფუტუნა5.24
იტალია5.29
საბერძნეთი5.32
ნორვეგია5.33
ალბანეთი5.48
ისრაელი5.53
ლიხტენშტაინი5.62
შვეიცარია5.65
ფინეთი5.65
ნიდერლანდები5.70
ბარბადოსი5.71
დანია5.73
სინგაპური5.79
ისლანდია6.20
მონაკო6.48
ჰონკონგი8.95
ნახეთ მეტი
Back to top button