მთავარიპოლიტიკა

სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთთან, მის დახმარებასთან და რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობის თაობაზე –   სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთთან, მის დახმარებასთან და რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობის თაობაზე. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

კითხვაზე  „ზემოქმედებს თუ არა ეს მოვლენები რუსეთის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე? რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი გავლენა სომხეთზე ამ კონფლიქტის გზით, მაგრამ როდესაც აზერბაიჯანის თავდასხმები მოხდა გასულ წელს, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. განდევნა თუ არა ამან სომხები რუსეთიდან ევროპაში?“

 „ძალიან საინტერესო კითხვაა – თქვა მინისტრმა, – მოგეხსენებათ, აღარ არის საიდუმლო, რომ სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთთან, მის დახმარებასთან და რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირული ურთიერთობის თაობაზე, რადგან ათწლეულების მანძილზე სომხეთის მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ასეთ სიტუაციებში რუსეთი დაგვეხმარებოდა, დაგვიცავდა  და ა.შ. ახლა ხედავენ, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ დახმარებას არ ვიღებთ. უფრო მეტიც, თქვენ იცით, რომ 2020 წლის ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოები გაგზავნეს მთიან ყარაბაღში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ იძულებითი გადაადგილების დროს  სამშვიდობო მისიამ არ გაამართლა. მიუხედავად იმისა ჩვენ  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები ვართ, თუმცა, როდესაც განხორციელდა თავდასხმები ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, ჩვენ ისევ შევესწარით, რომ არც რუსეთი და არც ჩვენი სხვა მოკავშირეები კუხო-დან  არ  დაგვეხმრნენ.  მათმა  არ გაამართლეს  ჩვენი მოლოდინი. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ამან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია და ახლა სომხეთში სხვა ვარიანტებს ეძებენ.  რაც შეეხება დემოკრატიას, ჩვენ ნამდვილად გვჯერა მისი პრინციპების და გასაგებია, რომ ეს გვაახლოებს ევროკავშირთან და აშშ-სთან.  ამრიგად, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირს და დასავლეთის ქვეყნებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით სომხეთის მოსახლეობა საკუთარ თავს რუსეთთან ფსიქოლოგიურად დაკავშირებულად ხედავდა. ახლა ეს მეორე კომპონენტი დაინგრა და ხალხი ვერ ხედავს სხვა მიზეზს, რაც ხელს შეუშლიდა  ევროკავშირთან ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას“, -აღნიშნა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button