პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში მიკერძოების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბოლო დღეებში აზერბაიჯანული მხარის „მიკერძოებულობის“ და „პროვოკაციების მომზადების“ ბრალდებებს.

„ჩვენ ვატარებთ რეგულარულ პატრულირებას ტერიტორიაზე ჩვენი საოპერაციო პროცედურების დაცვით. პატრულირების დროს არაფერი უჩვეულო არ დაფიქსირებულა“, – განუცხადა „თავისუფლებას“ მისიის სპიკერმა ანა პალმენმა.

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულმა მედია „კალიბრმა“ გაავრცელა კადრები, სადაც დამკვირვებლები დურბინდებით პატრულირებენ და აცხადებდნენ, რომ ისინი „სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აკვირდებოდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიას“. მეტიც, მედიამ ეჭვქვეშ დააყენა დამკვირვებლების მიუკერძოებლობა და ასევე განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, პროვოკაცია მზადდება“.

ევროკავშირის უიარაღო სამოქალაქო მისია ხაზს უსვამს. – “მიუკერძოებლობა არის ჩვენი მთავარი პრინციპი და ეს ჩვენს მანდატში მკაფიოდ არის გაწერილი”.

2023 წლის 20 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 100 დამკვირვებელი ჩავიდა სომხეთში, რათა „წვლილი შეეტანათ სტაბილურობას სასაზღვრო რეგიონებში, ასევე მხარი დაუჭირონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გარემოს შექმნას“. მისიის მანდატი ორწლიანია. დეკემბრის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ გააფართოვა სადამკვირვებლო მისია სომხეთში და დამკვირვებელთა რაოდენობა 209-მდე გაზარდა. მისია სრულ ფუნქციებს ახორციელებს 6 ოფისიდან კაპანში, გორისში, ჯერმუკში, ეღეგნაძორში, მარტუნსა და იჯევანში.

ნახეთ მეტი
Back to top button