მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი BRICS-ის სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

 ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა.

„გელოდებით ყაზანში BRICS-ის სამიტზე. ვიმედოვნებ, რომ ეს სასარგებლოც იქნება და საინტერესოც. ჩვენ ასევე გავმართავთ ორმხრივ შეხვედრას და გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ბევრ პარტნიორებთან ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც გეგმავენ ამ ღონისძიებებში მონაწილეობას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button