საზოგადოება

იგეგმება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივება სომხეთში კიდევ ორი ​​წლით  – მარეკ კუბერსკი

„არსებობს განზრახვა გაგრძელდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში. ამის შესახებ კონფერენციის “მშვიდობის გზაჯვარედინზე.  უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაერთიანება” ფარგლებში, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მარეკ კუბერსკიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის მისია დარჩება სომხეთში  კიდევ ორი ​​წელი.

„მანდატის მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოველით, თუ გახანგრძლივება მოხდება, მანდატი ალბათ მეტ-ნაკლებად იგივე იქნება. წევრ ქვეყნებს იგივე აზრი აქვთ: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მიუკერძოებლობა და გავაგრძელოთ მუშაობა რბილი უსაფრთხოების გზით. სოფლებში, საზღვრისპირა რაიონებში ხალხი გვეუბნება, რომ თავს უკეთ და დაცულად გრძნობენ, რომ საზღვარზე ჩამოსვლის შემდეგ ინციდენტები შემცირდა. ჩვენთვის ძალიან გამამხნევებელია აქ მუშაობა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button