ფაშინიანმა განაცხადა, რომ ირანი და საქართველო მხარს უჭერენ პროექტს “მშვიდობის გზაჯვარედინზე” და ეს შეიძლება დაემთხვეს თურქეთის პოზიციასაც

ნიკოლ ფაშინიანმა კონფერენციაზე „მშვიდობის გზაჯვარედინზე. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაერთიანება“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაში არსად არის ნახსენები, რომ „სომხეთის რესპუბლიკის რომელიმე სუვერენული იურისდიქცია რაიმე ფორმით შეიზღუდება ან რომელიმე სხვა ქვეყანა დაამყარებს კონტროლს სომხეთის რესპუბლიკის 1 კვადრატულ მეტრზეც კი”.
ფაშინიანის თქმით, ეს საერთოდ არ შეიძლება მოხდეს.
„2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დოკუმენტში სხვადასხვა ასპექტია, რადგან სამმხრივი დეკლარაციის ერთი პუნქტი ცალკე განხილვა შეუძლებელია.
ახლა მოდით შევხედოთ პუნქტებს. სად არის ახლა ლაჩინის დერეფანი, სად არიან სამშვიდობოები, რომლებიც სამმხრივი დეკლარაციის მიხედვით უნდა განლაგებულიყვნენ მთიან ყარაბაღში, სად არის სამმხრივი დეკლარაციის მეშვიდე პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ დევნილები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიან ყარაბაღში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის კონტროლის ქვეშ. რატომ არ ბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები მთიან ყარაბაღში?
ეს ყველაფერი გამომდინარეობს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებიდან. რატომ არ ხდება ეს?“ – თქვა ფაშინიანმა.







