პოლიტიკა

ჩვენ ვთავაზობთ აზერბაიჯანს კომუნიკაციების განბლოკვის პროცესის დაწყებას რაც შეიძლება მალე – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანი ბადალიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას, რომელშიც ეს უკანასკნელი სომხეთს ადანაშაულებს 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებაში,  რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში.

„არმენპრესის“ კორესპოდენტის შეკითხვაზე ქალბატონმა ანი აღნიშნა, რომ  2020 წელი 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია  ითვალისწინებს რუსი სამშვიდობოების ყოფნას მთიან ყარაბაღში, ასევე რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 5 კმ სიგანის ლაჩინის დერეფანი, მაგრამ არ არსებობს არც ლაჩინის დერეფანი და არც რუსი სამშვიდობოები.  

9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია  ითვალისწინებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღსა  და მეზობელ რეგიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ზედამხედველობით, მაგრამ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არ არსებობს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არ არსებობს მთიანი ყარაბაღი, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს უარის თქმას სამმხრივი დეკლარაციის ამ ვალდებულებაზე.  დღემდე არც ერთი სომეხი ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული პირი არ დაბრუნებულა არც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და არც მეზობელ რეგიონებში.

 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაცია სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების გაცვლას ითვალისწინებს. დღემდე სომხები აზერბაიჯანის ციხეებში რჩებენია, ისისნიც კი, რომლებიც 2020 წელში იქნა ტყვედ აყვანილი.   აზერბაიჯანი ამბობს, რომ ისინი სამხედრო ტყვეები არ არიან. თუ ისინი არ არიან სამხედრო ტყვეები, მაშინ ისინი არიან მძევლები ან სხვა ტყვეები. სამმხრივი განცხადების ფორმულირება ეხება ციხეში მყოფ ნებისმიერ პირს. სომხეთის რესპუბლიკაც აყენებს ამ საკითხს, რადგან სომხურ მხარეს ორი ომის შედეგად ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ საკითხშიც.

 რაც შეეხება სამმხრივი დეკლარაციის მე-9 პუნქტს გათვალისწინებულია, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ორგანიზაცია უნდა გაუწიოს  საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაყვანას ამ ტერიტორიაზე და  უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ეს ძალიან ნათლად  წერია ამ დეკლარაციაში. გასაგებია, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ეს უნდა გააკეთოს თავისი იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ფარგლებში.

 რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის FSB-ის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორგანოებს, მათი ფიზიკური ყოფნა არ არის გათვალისწინებული სამმხრივი დეკლარაციის მე-9 პუნქტით. ჩვენ დაინტერესებულები ვართ რეგიონის ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვით, რასაც რეალურად ითვალისწინებს სამმხრივი დეკლარაცია, ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს და ვთავაზობთ განბლოკვის პროცესის დაწყებას რაც შეიძლება ადრე“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button