საერთაშორისო
„ახლოდან დავაკვირდებით საპარლამენტო არჩევნებს“ – მეთიუ მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახლოდან დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. ცნობას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.
„საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვსურს ვიხილოთ. ახლოდან დავაკვირდებით [არჩევნებს] მომავალ დღეებში“, – განაცხადა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ.







