საერთაშორისო

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში “3+3” პლატფორმის  შეხვედრაში

ქართული მხარე არ მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ კავკასიის შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც სტამბოლში 18 ოქტომბერს, „3+3“ პლატფორმის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ TASS-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„არა, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სტამბოლში „3+3“ პლატფორმის სესიაში. საქართველომ დიდი ხნის წინ გამოაცხადა, რომ მითითებულ ფორმატში არ მუშაობს“, – განაცხადა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button