პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  თურქეთში  იმყოფება

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი 15-16 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში (სტამბოლი) მიავლინეს. 15 ოქტომბერს მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგზაო ფედერაციის მსოფლიო კონგრესში. მინისტრმა სანოსიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში ახალი, საიმედო და სიცოცხლისუნარიანი საკომუნიკაციო არხების შექმნამ, ასევე ადრე მოქმედი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვამ  და უსაფრთხო ფუნქციონირებამ პირველადი მნიშვნელობა შეიძინა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. რადგან განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობა და ყველას ტერიტორიული პროპორციული განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და მათში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრული განბლოკვა რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის, არხების განვითარება და ურთიერთკავშირის დონის ამაღლება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა. იხელმძღვანელა რა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარების აუცილებლობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, – ხაზგასმით აღნიშნა სანოსიანმა.

მინისტრის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა მზადაა განაახლოს მის სუვერენულ ტერიტორიაზე გამავალი ყველა არხი, შექმნას ახლები, რათა უზრუნველყოს სომხეთში გამავალი ტვირთების, მანქანების, ადამიანების, მილსადენების, ელექტრო ხაზების უსაფრთხოება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 „ჩვენი შემოთავაზებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ გულისხმობს, რომ რეგიონის ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უნდა განიბლოკოს და ფუნქციონირებდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპზე დაყრდნობით“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button