საზოგადოება

სომხეთში წელს სამხედრო სამსახურში გარდაცვალების 26 შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში მიმდინარე  წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული 26 გარდაცვალება დაფიქსირდა, ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ავტოავარიის შედეგად რეგისტრირებულია გარდაცვალების  4 შემთხვევა, თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის  5 შემთხვევა,  თვითმფრინავის ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო გარდაცვალების 2 შემთხვევა, საბრძოლო მანქანის მართვის წესების დარღვევით გამოწვეული გარდაცვალების  1 შემთხვევა, ავადმყოფობით –  3 შემთხვევა“, – განაცხადა ვარდაპეტიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button