პოლიტიკა

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს აქვს სტაბილური განვითარების ტენდენცია  -არმენ გრიგორიანი

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 15 ოქტომბერს პრაღაში გამართულ კონფერენციაში „ფორუმი 2000“ მიიღო მონაწილეობა. უშიშროების საბჭოს ოფისში კონფერენციაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე,  სადაც ხაზი გაუსვა სომხეთ-ევროკავშირის  ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელობას, ასევე  ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დაწყებულ ოფიციალურ დიალოგს.

მან დასძინა, რომ სომხეთ -ევროკავშირის ურთიერთობები, რომელიც დღეს უკვე გაფართოვდა და მოიცავს უსაფრთხოების სექტორს, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი და, კერძოდ, ორმხრივი სურვილის გათვალისწინებით, დღეს მათ აქვთ სტაბილური განვითარების ტენდენცია.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები დაფუძნებულია დემოკრატიაზე. ამ კონტექსტში არმენ გრიგორიანმა ილაპარაკა  ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობაზე და ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. კონფერენციის მეორე ნაწილში არმენ გრიგორიანმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ნახეთ მეტი
Back to top button