კულტურა

სომხური ღვინოები წარმოდგენილი იყო ლონდონსა და მანჩესტერში (ფოტო)

სომხეთის მევენახეობისა და მეღვინეობის ფონდი, ბრიტანული IWSC-ის (International Wine and Spirit Competition) ორგანიზატორებთან თანამშრომლობის ფარგლებში და შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით  (USAID), დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  სომხური ღვინის ბრენდის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.  აწყობენ ღონისძიებებს,  რომლებიც მიზნად ისახავდა სომხური ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში. “ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდი ავრცელებს შეტყობინებას.

სომხური ღვინის პოპულარიზაციის კამპანია ქალაქ მანჩესტერიდან დაიწყო.სომხური მეღვინეობის აღმასრულებელიდირექტორი ზარუჰი მურადიანი  მიესალმა დამსწრეებს და მადლობა გადაუხადა მათ სომხური ღვინისადმი დაინტერესებისთვის.  30 სომხური ღვინის კომპანიის 68-ზე მეტი დასახელების ღვინო წარადგინა ცნობილმა ოსტატმა ქეროლაინ გილბიმ 7 ოქტომბერს მანჩესტერში  სომელიეთა კლუბში  ჩრდილოეთის  სომელიეთა კლუბთან თანამშრომლობის ფარგლებში.

9 ოქტომბერს ლონდონში ბრიტანელმა ღვინის მყიდველებმა და ჟურნალისტებმა დააგემოვნეს 30 სომხური ღვინის კომპანიის 68-ზე მეტი დასახელების ღვინო და გაეცნენ რენესანსის ღვინის ქვეყნის ისტორიას. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა სომხეთის ელჩი ვარუჟან ნერსესიანი.

დეგუსტაციის გარდა, გაიმართა ასევე მრგვალი მაგიდის დისკუსიები სომხური ღვინის პოტენციალისა და პერსპექტივების შესახებ, რაც უნიკალური შესაძლებლობაა მიიღოთ რჩევები ბრიტანულ ბაზარზე სომხური ღვინოების მარკეტინგის, ფასების, მარკეტინგის შესახებ და ახალი კავშირების დამყარება.

ნახეთ მეტი
Back to top button