პოლიტიკა
აზერბაიჯანი 2025 წელს თავდაცვისთვის 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს

აზერბაიჯანი 2025 წელს თავდაცვისთვის 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
„მომავალ წელს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 8 396 297 596,0 მანეთს (5 მილიარდი დოლარი) შეადგენს. ეს ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში“, – აცნობეს APA-ს.
შეგახსენებთ, რომ არმიის უზარმაზარი ხარჯების ფონზე აზერბაიჯანი სომხეთისგან თავდაცვის სისტემის განვითარებაზე უარის თქმას ითხოვს.







