ევროკავშირს შეუძლია რუსული გაზის გარეშე ცხოვრება. ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში

ევროპის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმონსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შეცვალოს რუსული გაზი, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, იანვარში. DW-ის რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინისტრებს დავუდასტურე, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთსა და „ნავთოგაზს“ შორის ხელშეკრულების დასასრულებლად, არსებობს 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლების ვარიანტები“, – განაცხადა მან. სიმონსმა დასძინა, რომ რუსული გაზის გამოყენების გაგრძელების “არავითარი საბაბი არ არსებობს”.
„ევროკავშირს შეუძლია რუსული გაზის გარეშე ცხოვრება. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ ეს [რუსეთის ფედერაციიდან გაზის გამოყენება] აუცილებლობა კი არ არის, არამედ პოლიტიკური არჩევანი და ამასთან სახიფათოც“, – დასძინა მან. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთიდან გაზი აგრძელებს ევროპაში გადინებას კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით, რუსეთის გაზპრომსა და უკრაინის ნავთოგაზს შორის ხუთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის დეკემბერში ეწურება. ივლისში გერმანულმა ეკონომიკურმა პერიოდულმა Handelsblatt-მა დაწერა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მუშაობს ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდების გაგრძელებაზე უკრაინის გავლით, მაგრამ 30 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ. კიევი 2025 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტას აპირებს.







