
აზერბაიჯანში შექმნილი ვითარების განხილვა ევროპარლამენტის 22 ოქტომბრის სესიის დღის წესრიგში შედის. აღნიშნულია, რომ განხილული იქნება აზერბაიჯანში არსებული ვითარება, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და სომხეთთან ურთიერთობა. რეზოლუციის კენჭისყრა ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.







