მთავარიპოლიტიკა

ერდოღანი და მირზოიანი მოლაპარაკებას გამართავენ სტამბულში “3+3” პლატფორმის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში

დღეს  სტამბოლში “3+3” პლატფორმის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნი ბაირამოვი  და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.

 ამის შესახებ თურქული TRT Haber წერს. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ომისა და კონფლიქტების ნაცვლად რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები შეფასდება.  განხილული იქნება  თანამშრომლობის კონკრეტული პროგრამები, მათ შორის რეგიონული კავშირების გაძლიერება.

განიხილება აზრები მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ანკარის ძალისხმევაზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით. მოსალოდნელია, რომ ფიდანი გამოაცხადებს, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს და ასევე დაიწყოს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.

გარდა ამისა, ფიდანი ხაზს გაუსვამს ეკონომიკური სექტორის მნიშვნელობას, როგორც ნდობის აღდგენის საშუალებას, განსაკუთრებული აქცენტით დაკავშირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. თურქული წყაროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოწვეულ მინისტრებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს, ხოლო ფიდანი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის მესამე შეხვედრის დასასრულს იგეგმება მონაწილე ქვეყნების ერთობლივი დეკლარაციის მიღება. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა ამ ფორმატში თეირანში 2023 წელს შედგა.

ნახეთ მეტი
Back to top button