ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთთან ისტორიული და ფორმალური მშვიდობა გზას გაუხსნის რეგიონის კეთილდღეობას – ჰაკან ფიდანი

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, მათ მიაჩნიათ, რომ სომხეთთან ისტორიული და ფორმალური მშვიდობა ნამდვილად გაუხსნის გზას შეუქცევად სტაბილურობას, კეთილდღეობას და განვითარებას რეგიონში. ამის შესახებ თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „3+3“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, რომელიც დღეს 18 ოქტომბერს თურქეთში, სტამბულში დაიწყო.
“ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთთან ისტორიული და ფორმალური მშვიდობა ნამდვილად გაუხსნის გზას შეუქცევად სტაბილურობას, კეთილდღეობას და განვითარებას რეგიონში”, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მესამე შეხვედრის განხილვა ყურადღებას გაამახვილებს არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე, არამედ კაკასიის მთელს რეგიონზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ანკარა აფასებს „3+3“ პლატფორმას და ეს კარგი საშუალებაა რეგიონის ქვეყნების გასაერთიანებლად.







