მთავარიპოლიტიკა

„3+3“ პლატფორმის შეხვედრის მონაწილეები საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მიიღებენ

დღეს, 18 ოქტომბერს სტამბოლში სომხეთის, რუსეთის, ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება. „3+3“ პლატფორმის შეხვედრის მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ, წერს FACTOR.AM .

  ცნობაში აღნიშნულია, რომ დეკლარაციის ტექსტში ხაზგასმული იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობა  გაეროს წესდებით დადგენილ პრინციპებზე დაყრდნობით. ხაზგასმული იქნება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, საშინაო საქმეებში ჩაურევლობა.

 შეგახსენებთ, რომ „3+3“ პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატია, რომელიც თურქეთს, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთს, სომხეთსა და საქართველოს უნდა აერთიანებდეს. თუმცა თბილისმა უარი თქვა პლატფორმის შეხვედრებში მონაწილეობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button