მთავარიპოლიტიკა

გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეები პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად ნიკოლ ფაშინიანს ენდობიან

ჩატარებული კვლევის მიხედვით, სომხეთში მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 20 პროცენტი ხმას „სამოქალაქო შეთანხმებას“ მისცემდა, „აღორძინებულ სომხეთს“ – 4 პროცენტს, ბლოკ „სომხეთს“ – 2 პროცენტს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

მონაცემები შეგროვდა 2024 წლის 13-25 სექტემბერს ჩატარებული სატელეფონო ინტერვიუებით. გამოკითხვა ჩატარდა დაახლოებით 1503 ადამიანში, რომლებიც იყვნენ როგორც სომხეთის მოქალაქეები, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ახლა სომხეთში ცხოვრობენ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსების 16 პროცენტი ყველაზე მეტად ენდობა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, 4 პროცენტი არარატ მირზოიანს, 4 პროცენტი არამ ზავენის ძე სარგსიანს, 2 პროცენტი ალენ სიმონიანს და 2 პროცენტი რობერტ ქოჩარიანს. გამოკითხულთა 61 პროცენტმა განაცხადა, რომ არავის ენდობა.

რომელ პარტიას ან ალიანსს აირჩევდნენ მოქალაქეები,  საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტმა უპასუხა პარტიას „სამოქალაქო შეთანხმება“, 4 პროცენტმა – „აღორძინებულ სომხეთს“, 2 პროცენტმა – ალიანსს „ჩემი ნაბიჯი“, 2 პროცენტმა – ალიანსს „სომხეთი“, 2 პროცენტმა რესპუბლიკურ პარტიას, 2 პროცენტმა დაშნაკცუთიუნს, 1 პროცენტმა რობერტ ქოჩარიანის პარტიას და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button