კრიპტოაქტივთან უნაღდო წესით ტრანზაქციების განხორციელების რეგულირება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

კრიპტოაქტივთან დაკავშირებული ტრანზაქციების უნაღდო წესით განხორციელების რეგულაცია 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, ეროვნული ასამბლეის სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა სრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არფინე სარგსიანმა.
„პროექტით დავგეგმეთ, რომ კრიპტოაქტივთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნაღდო წესით განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვქონდა ბიზნესმენებთან დისკუსიები და ის ფაქტი, რომ მიმოქცევაშია საკანონმდებლო ინიციატივა ცენტრალური ბანკის მხრიდან, იმ ლოგიკით, რომ არ გამოვიწვიოთ კრიტიკული ვითარება სფეროში, მთავრობა სთავაზობს ამ რეგულაციის ამოქმედებას 2026 წლის პირველი იანვრიდან. მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმარისი პერიოდი კრიპტოაქტივების მიმოქცევასთან დაბეგვრის კუთხით დაკავშირებული ურთიერთობების დასარეგულირებლად და ამ საკანონმდებლო ინიციატივის მისაღებად“, – განაცხადა სარგსიანმა.







