
მიმდინარეობს მუშაობა სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდის 2041 წლამდე გაგრძელების დასაბუთების მოსამზადებლად. ამის შესახებ 17 ოქტომბერს განაცხადა “სომხეთის ატომური ელექტროსადგურის” დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა სემინარზე “როსატომის წინადადება სომხეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა და დიზაინის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრიის მონაწილეობით”.
მისივე თქმით, მიმდინარე პროექტების განხორციელების შემდეგ ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2036 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
ვარდანიანმა განმარტა, რომ რუსეთის წინადადება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოიცავს 11 ტომს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით.
მისივე თქმით, ახალი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის მიღებული გენერალური გეგმის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება 1200 მეგავატი სიმძლავრის 2 ახალი თაობის აგრეგატის აშენება.
კომპანიის დირექტორმა დასძინა, რომ პირველი ბლოკის მშენებლობა მეორეზე უფრო ძვირი დაჯდება. „პროექტის განსახორციელებლად საჭირო იქნება სომხეთში წარმოებული სამშენებლო მასალების თითქმის მთელი მოცულობის ჩართვა“, – დაასკვნა ვარდანიანმა.







