
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია. ,,აზატუთიუნ“-თან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი ჩიხში მოემწყვდეს.
”და ეს არის ის, რაც სურთ იმ ხალხს, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სომხეთის და შესაძლოა აზერბაიჯანის მიმართ”, – თქვა მან.
დაკვირვებაზე, რომ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს სომხეთის მხრიდან დამატებითი დათმობების შემთხვევაში, როგორ ხედავს გამოსავალს სიმონიანი, მან განაცხადა: „რა დათმობებზეა საუბარი? სომხეთი საერთაშორისო სამართლის, მისი სუვერენიტეტის ზღვარზე დგას და დათმობების ადგილი აღარ აქვს“.







