პოლიტიკა
სომხეთიდან არჩევნების დასაკვირვებლად თბილისში 4 დეპუტატი მიემგზავრება, ორი მათგანი ოპოზიციის წარმომადგენელია

პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ბრძანების თანახმად, საქართველოში საპარლამეტო არჩევნებში სადამკვირებლო მისიის განხორციელების მიზნით სომხეთის ეროვნული ასაბლეის დეპუტატები დავით დანიელიანი („სამოქალაქო ხელშეკრულება“), დავით კარაპეტიანი („სამოქალაქო ხელშეკრულება“), არწვიკ მინასიანი („სომხეთი“) და ტიგრან აბრაჰამიანი („მე მაქვს პატივი“) თბილისში 25-28 ოქტომბერს გაემგზავრებიან. ცნობას NEWS.AM-ი აქვეყნებს.







