მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ამჟამად არ განვიხილავთ BRICS-ში გაწევრიანების საკითხს:   სომხეთის ვიცე-პრემიერი

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 21 ოქტომბერს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას, ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუმცა, ამ ეტაპზე ერევანი არ განიხილავს ამ ორგანიზაციაში  წევრობის შესაძლებლობას.

კითხვაზე: არის თუ არა BRICS-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ვიცე-პრემიერმა უპასუხა. „ახლა ძალიან რთულია ასეთი შეფასების გაკეთება. ჯერ კიდევ უნდა იქნას  საკმარისი მსჯელობა BRICS-ის ფარგლებში კონსოლიდაციის შესახებ, რომ გავიგოთ რა პროცესია, მოხდება თუ არა ასეთი რამ, შესაძლებელია თუ არა“.

ნახეთ მეტი
Back to top button