მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ მედიას პრემიერის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განუცხადა და დასძინა, რომ სამიტში პრემიერის მონაწილეობა ერთი თვის წინ უკვე დადასტურდა.

კითხვაზე იგეგმება თუ არა შეხვედრები ქვეყნების ლიდერებთან, პრემიერის პრესსპიკერმა უპასუხა. “ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.”

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნულ ასამბლეაში გაიმართება ტრადიციული კითხვა-პასუხი მთავრობასთან, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრიც მიიღებს. დიდი ალბათობით, ნიკოლ ფაშინიანი ყაზანში გვიან საღამოს გაემგზავრება, როდესაც პარლამენტის კითხვა-პასუხის სხდომა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ BRICS-ის მე-16 სამიტი ყაზანში დღეს იწყება. მანამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდება BRICS-ის სამიტში მონაწილე ყველა სახელმწიფოს ლიდერს.

ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მიიღებს.

ნახეთ მეტი
Back to top button