
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ კიდევ ერთხელ დაგმო აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
პარლამენტში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი ყოველთვის ერთ მხარეს დადგება, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის გვერდით“.
„ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას ყველგან და ნებისმიერ დროს. ისრაელის მიერ ღაზაში, ჰამასისა და ჰეზბოლას მიერ ისრაელში, ისრაელის მიერ ლიბანში, ერაყსა და სირიაში იეზიდების ჯალათების მიერ, თალიბების მიერ ავღანეთში, სუდანის შეიარაღებული ძალების მიერ, აზერბაიჯანის მიერ სომხეთში, რუსეთის მიერ უკრაინაში. თქვა ბარონმა.
„ჩვენ გვაქვს ერთი გზავნილი, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის გზავნილი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.







