ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირს მოუწოდეს შეწყვიტოს გაზის კონტრაქტი აზერბაიჯანთან და ბოიკოტი გამოუცხადოს ბაქოში გასამართ COP29-ს

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილეს რეზოლუცია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის, ასევე სომხეთთან ურთიერთობის შესახებ.
ყველა დეპუტატმა, ვინც დისკუსიის დროს ისაუბრა, დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის, ძალადობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის პოლიტიკა.
ევროპარლამენტარებმა ბაქოში COP29 კონფერენციის გამართვა სამარცხვინოდ მიიჩნიეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი საკითხების დაცვა არ შეიძლება მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პირობებში. დეპუტატებმა ასევე დაგმეს აზერბაიჯანის რეჟიმის მიერ აზერბაიჯანელი აქტივისტების რეპრესიები და მოუწოდეს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სომეხი სამხედრო ტყვეები.
როგორც ბრიუსელიდან „არმენპრესის“ კორესპონდენტი იტყობინება, დისკუსია სტრასბურგში ევროკომისიის კომისრის, ნიკოლა შმიტის სიტყვით დაიწყო. კომისრის თქმით, COP29 კონფერენცია, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება, კარგი შესაძლებლობაა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი ერთგულება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ.
„COP29 ასევე არის ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის. აზერბაიჯანი და სომხეთი არასოდეს ყოფილან ასე ახლოს ათწლეულების კონფლიქტის დაძლევასთან. კონფერენცია იქნება ისტორიული შანსი აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რათა მსოფლიოს აჩვენონ თავიანთი ერთგულება მშვიდობისადმი“, – განაცხადა კომისარმა.
შმიტის თქმით, ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს საკომუნიკაციო არხები და გამოიყენოს ისინი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
EPP ფრაქციის სახელით საუბრისას ევროპარლამენტარმა ფრანსუა ქსავიე ბელამიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის არის ყველა იმ აზერბაიჯანელთან, ვისაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ავიწროებს. „ბატონო ალიევ, თუ ასე გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, რატომ ცდილობთ გააჩუმოთ ის ხმები, რომლებიც გამოწვევას ახდენენ? თუ ასე გჯერათ თქვენი ლეგიტიმაციის, რატომ იყენებთ ძალადობას?” – თქვა ბელამიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა საბოლოოდ გამოვიდეს უგონო მდგომარეობიდან. ”COP29 არ არის შესაძლებლობა. COP 29 არის სკანდალი, სირცხვილი, რომელიც გააფუჭებს გარემოს დაცვის ვალდებულებების ისტორიას ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ვყიდულობთ გაზს, რაც ისევ ჩვენი კოლექტიური სიმხდალის შედეგია.დღეს დადგა დრო, რომ დაგმოთ გაზის შეთანხმება, რომელიც ევროკომისიას აკავშირებს აზერბაიჯანთან, დაწესდეს საჭირო სანქციები ბატონი ალიევისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ და საბოლოოდ ვთქვათ, რომ დემოკრატია არის ევროპის მფეთქავი გული. ჩვენ გვერდში ვუდგავართ სომეხ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის კავკასიის რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.
ფრაქცია სოციალ-დემოკრატების სახელით სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის წევრმა იანის მატიატისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაგმოთ აზერბაიჯანი და გამოიყენონ სანქციები ამ ქვეყნის წინააღმდეგ.
კონსერვატორებსა და რეფორმატორების ფრაქციის (ECR)სახელით გამოვიდა შერბა სტურზანი, მან მკაცრად დაგმო აზერბაიჯანში უმცირესობების თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევა და სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანი სულ უფრო შორდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის საერთაშორისო სტანდარტებს. თავის გამოსვლაში ევროპარლამენტარმა სოლიდარობა გამოუცხადა სომეხ ხალხს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის 120 ათასზე მეტ სომეხს, რომლებმაც დატოვეს სახლები აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესიის შედეგად.
„მივმართავ ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყონ, რომ აზერბაიჯანმა შეინარჩუნებს სომხური ისტორიულ – კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა. ეს კონფლიქტი მოითხოვს გადაწყვეტას, რომელიც დაფუძნებულია ბალანსზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ევროკავშირის სამეზობლოში“, – განაცხადა სტურზანმა.
ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ სახელით საუბრისას ჟორდანი ბარდელამ ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანი ცდილობს განახორციელოს დესტაბილიზაციის სტრატეგია საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე და ეს შეაფასა, როგორც თავდასხმა საფრანგეთის სუვერენიტეტისა და სამოქალაქო მშვიდობაზე. ფრანგი დეპუტატის თქმით, საფრანგეთის სამიზნე იმიტომ ხდება, რომ ის მხარს უჭერს სომხეთს და რიგ სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებს.
„აზერბაიჯანის რეჟიმი, გამდიდრებული ევროპის მიერ გაზისთვის გადახდილი ფულითა და სულთან ერდოღანის მხარდაჭერით, აძლიერებს სამხედრო ოპერაციებს, რათა სომხეთი სუსტი და იზოლირებული იყოს კავკასიაში. ამ რეალობის განზრახ დამალვა აღარ შეიძლება სიმხდალეთ ან ერდოღანისა და მისი მოკავშირეების ექსპანსიონისტური ამბიციების უგულებელყოფით“, – განაცხადა ბარდელამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხების სისხლი გაზზე ძვირია.
ევროპარლამენტის წევრმა გერმანიიდან მიქაელ ბლოსმა აზერბაიჯანს ფოილური ავტოკრატია უწოდა, ფრანგმა მარი ტუსანმა შეახსენა, რომ აზერბაიჯანის რეჟიმი მათ გაჩუმებას ცდილობს, მაგრამ ისინი არ გაჩუმდებიან, რადგან გარემოს დაცვის პრობლემები არასოდეს მოგვარდება ადამიანის უფლებების დარღვევის პირობებში. ევროპარლამენტარები აზერბაიჯანთან ევროკომისიის გაზის კონტრაქტს დიდ მორალურ შეცდომად თვლიან და მისი რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ბევრმა დეპუტატმა ასევე მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ COP29-ს და შეახსენა, რომ სანდო პარტნიორი არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებისთვისაა, არამედ უნდა იყოს ერთი და იგივე ღირებულებითი სისტემის მატარებელი და გამზიარებელი.
ევროსაბჭოს იტალიელმა წევრმა გაიხსენა ერთი წლის წინ მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდა და ის, რომ ევროკავშირის რეაქცია მასზე ძალიანმორიდებული იყო.
დეპუტატმა მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანიდან ევროპისკენ გაზის მიწოდების გაგრძელება, რაც ამდიდრებს კანონის უზენაესობისადმი აბსოლუტურად ზიზღის მქონე ქვეყანას.
დისკუსიის დასასრულს, კომისარმა შმიტმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში. კომისარმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გააგრძელოს შეშფოთება, მიმართოს აზერბაიჯანს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო წვდომას მთიან ყარაბაღში, დაუშვას ადგილზე სიტუაციის დამოუკიდებელი მონიტორინგი და განსაკუთრებით სომხებს მიეცეს საშუალება დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღში უსაფრთხო პირობებში. ნიკოლა შმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ COP29 ვერ შეაჩერებს მათ შეშფოთებას და დამგმობ სიტყვებს.







