მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი COP29-ს კარგ შესაძლებლობად მიიჩნევს რეგიონში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად

ბაქოში გამართული COP-29 კლიმატის სამიტი კარგი შესაძლებლობაა რეგიონში გადაუდებელ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა:

„COP-29 არის კარგი შესაძლებლობა, რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს რეგიონში არსებულ ყველა აქტუალურ პრობლემაზე, როგორებიც არიან სამშვიდობო  პროცესი, რეგიონის სტაბილიზაცია და განვითარება.” – განაცხადა ფაშინიანმა.

 კლიმატის სამიტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11-22 ნოემბერს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button