მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სომხეთში მისიის ვადის გაგრძელებას

ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სომხეთში განთავსებულ სამოქალაქო მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს. “ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

 როგორც მე ვიცი, ევროკავშირი უკვე სერიოზულად განიხილავს ამ მანდატის გაგრძელების საკითხს. ჩვენი პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ჩვენ არ მივიღებთ ხელმოწერილ, რატიფიცირებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, სანამ არ გვექნება მიმდინარე (ან დასრულებული)  დემარკაციის პროცესი, ჩვენ გვაქვს შეშფოთება აზერბაიჯანის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით და ამიტომ გვჭირდება ნეიტრალური მესამე მხარე ობიექტური შეფასებებისათვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button