პოლიტიკა

სომხეთი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „3+3“-ის გამოყენებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პლატფორმად

ამჟამად  მაგიდაზე არ არის წინადადება „3+3“ ფორმატის სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პლატფორმად გამოყენების თვალსაზრისით, თუნდაც იყოს, სომხეთი ამას მიზანშეწონილად არ თვლის. ამის შესახებ ARMENPRESS სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობა-საპარლამენტო ასამბლეის კითხვა-პასუხის სხდომაზე განაცხადა, პასუხის გასცა რა კითხვას შესაძლებელია თუ არა  პლატფორმა „3+3“ გახდეს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პლატფორმა. ცნობას ARMENPRESS-ი აქვეყნებს.

„ეს წინადადება არ არის მაგიდაზე. რომც იყოს, მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ ამაზე დადებითად რეაგირებას. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი აზერბაიჯანთან  ყველა მიმართულებით: საზღვრის დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და ურთიერთობების ნორმალიზებაზე“, – განაცხადა მირზოიანმა და დასძინა, რომ სხვა საქმეა, როცა  სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ღონისძიებებისას, ისე როგორც   „3 +3-ზეც  სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები იყენებენ შესაძლებლობას ერთდროულად იყვნენ ერთ ადგილზე და აწარმოონ ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

ამ პლატფორმის მსვლელობისას  მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გამართეს.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე, ვცდილობდით უზრუნველგვეყო პოზიტიური განვითარება და მოგვეახლოვებინა შეთანხმების შესაძლო დადება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button