ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის აქტიურ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ – დეპუტატი

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ლიდერმა ჰაიკ კონჯორიანმა განაცხადა.
კითხვაზე თუ რა წინადადებები გადასცა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის საკითხებზე გენერალურმა დირექტორმა მაიქლ ქარფენთერმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. დეპუტატმა უპასუხა:
„მე არ ვმონაწილეობდი მისტერ კარფენთერთან შეხვედრაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ყოველთვის იყო საჯარო და აშშ ყოველთვის გამოხატავდა მხარდაჭერას სამშვიდობო პროცესისთვის. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამით და ვაფასებთ შეერთებული შტატების აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ“, – განაცხადა კონჯორიანმა.







