პოლიტიკა

“გააგონე შენი ხმა საქართველოს” — დღეს, სტუდენტური მოძრაობა აქცია-მსვლელობას გამართავს

News.on.ge წერს, რომ სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, 25 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობას გამართავს.

ორგანიზაციის ცნობით, შეკრება 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება.

“დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!” — წერს სტუდენტური მოძრაობა.

ნახეთ მეტი
Back to top button