პოლიტიკა

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ადანაშაულებს მონღოლეთს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმით

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დაადანაშაულა მონღოლეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმის გამო, წერს Current Time. პუტინის არდაპატიმრებითა და სასამართლოსთვის გადაცემით, მონღოლეთმა ვერ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა ამ საკითხში თანამშრომლობის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება რომის სტატუტის დებულებებს და აფერხებს სასამართლოს თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებაში, – ნათქვამია სასამართლო პალატის განცხადებაში. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინმეს დიპლომატიური იმუნიტეტი, მათ შორის პრეზიდენტის იმუნიტეტი, არ წარმოადგენს დაბრკოლებას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. „მონღოლეთის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის სერიოზულობის გათვალისწინებით, პალატამ საჭიროდ ჩათვალა საკითხის გადატანა მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეაში“, – დასძინა სასამართლომ. პუტინის ვიზიტი მონღოლეთში პირველი ვიზიტი იყო ქვეყანაში, რომელმაც მოახდინა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება. სასამართლომ მისი დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა.

ნახეთ მეტი
Back to top button